პარლამენტმა თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩია
14:23:15     27-04-2021
მე-10 მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩია. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
კუჭავას კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 6 იყო.
მის კანდიდატურას სხდომათა დარბაზში მხარდაჭერა გამოუცხადეს "მოქალაქეებმა" და "ევროპელმა სოციალისტებმა".
შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა 3 დღის წინ, 24 აპრილს დატოვა. ამავე დღეს "ქართულმა ოცნებამ" სპიკერად კახა კუჭავა წარადგინა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თალაკვაძე თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდა, თუმცა დღეს მედიასთან მან ამას "მიზანმიმართული ჭორი" უწოდა