"ასტრაზენეკას" შემოტანილ პარტიას ვადა მაისის ბოლოს გასდის...ჩააგდეთ კამპანია...საავადმყოფოებში კი უკვე ადგილები აღარ არის!"

  18:17:47     26-04-2021

 ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს:
 
 "ასტრაზენეკას შემოტანილ პარტიას ვარგისიანობის ვადა მაისის ბოლოს გასდის. ამ ვაქცინის ერთი დოზაც მაინც რომ გააფუჭოთ და გადააგდოთ, უმწარესად გაზღვევინებთ, აუცილებლად აგებთ პასუხს ყველანი სათითაოდ - მე გპირდებით ! ის ასი კაციც იმიტომ არ აცერით, რომ “ნაციონალები” იყვნენ თქვენი მინისტრი ტიკარაძის ჭკუით, უარი თქვით ყველანაირ დახმარებაზე და უსამარცხვინოესად ჩააგდეთ კამპანია. სამაგიეროდ ახლა დოზები გიფუჭდებათ, საავადმყოფოებში კი უკვე ადგილები აღარ არის!", - წერს კვესიტაძე ფეისბუქზე.