თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება - შალვა პაპუაშვილი

  14:01:18     26-04-2021

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება -  განცხადება ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ოცნება" კალაძის შემცვლელად პარლამენტის გადამდგარ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს დაასახელებს

 "  არჩილ თალაკვაძის  მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება "- ამბობს პაპუაშვილი.