ვცდილობთ, კორონავირუსის ინდური შტამის შემოსვლა გადავადდეს - გამყრელიძე
10:45:23     26-04-2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირქტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ, ინდურ შტამზე, რომელიც რეკორდულად სწრაფად ვრცელდება.
"იმის ალბათობა, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანაში შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია მოხდეს".