"რა შეიძლება იყოს ვაქცინაციის ყველაზე ქმედითი რეკლამა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი უნდა აიცრას საჯაროდ"
14:58:04     23-04-2021
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.
„მე ვიცი რა შეიძლება იყოს ვაქცინაციის ყველაზე ქმედითი რეკლამა საქართველოში: ბიძინა ივანიშვილი უნდა აიცრას საჯაროდ.
ამის შემყურე გინდ ქოცი, გინდ ნაცი და გინდ არცერთი, ხომ ყველა გაიფიქრებს, ვაქცინა რომ სახიფათო იყოს ჯანმრთელობისთვის, ბიძინა მაგას როგორ გაიკეთებდაო? ჰოდა ეგაა რა“, - წერს დავით ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრს პროცესი 15 მარტს დაიწყო.