ჯარისკაცების დამამცირებელი მოპყრობა-საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა თავი მოიკლა

  14:49:21     23-04-2021

წვევამდელების მიმართ, არაადამიანური მოპყრობის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა.

როგორც გაირკვა, პირი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გამოძიებამ რამდენიმე თვის წინ დაკითხა კიდეც. არსებული ინფორმაციით, მან 1 თვის წინ, ამ გამოკითხვიდან დაახლოებით 8 თვის შემდეგ, თავი თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში, კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.