ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

  11:04:01     23-04-2021

დღევანდელი, 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 992 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  729 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.  

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 145 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 123 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 მილიონზე მეტი