ნინო ბურჯანაძე - მყარად რომ ვყოფილიყავით, ევროპელი კოლეგები უკეთეს დოკუმენტს დადებდნენ


  23:55:30     21-04-2021

ნინო ბურჯანაძე - მყარად რომ ვყოფილიყავით, ევროპელი კოლეგები უკეთეს დოკუმენტს დადებდნენ

1619035090ნინო-ბურჯანა.jpg

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბირჯანაძემ განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის დახმარებით გამართულ მოლაპარაკებებში კონკრეტული ადამიანების ჩართვა შეცდომა იყო.

როგორც ბურჯანაძემ  განაცხადა, ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც, მისივე შეფასებით, პირადი ინტერესით იყვნენ წარმოდგენილები და მათ საზოგადოება ევროპულ სტრუქტურებში გადაბარგებულებს მალე იხილავს.

„მოლაპარაკებებს სჭირდება გამოცდილება. მე არ ვამბობ, რომ, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული გაიყიდნენ და ან პირადი ინტერესით იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა, ასეთებიც იყვნენ და ჩვენ მალე ვიხილავთ მათ პარლამენტის სავარძლებიდან ევროპულ სტრუქტურებში გადაბარგებულებს. საკუთარი სამსახურისთვის და თანამდებობის ძებნით დაკავებულებიც იყვნენ მათ შორის ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მართლა ფიქრობენ, რომ სხვა გამოსავალი არ იყო, გამოცდილების ნაკლებობის გამო. ამიტომ მოიკლეს თავი, რომ მე არ ვყოფილიყავი მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე არ დავთანხმდებოდი იმას, რაზეც ახლა ხელი მოეწერა იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ მყარად ვყოფილიყავით, ევროპელი კოლეგები უკეთეს დოკუმენტს დადებდნენ. მათ შორის არ იქნებოდა მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან და იქნებოდა როგორც მინიმუმ პლებისციტი. ძალიან ბევრს აქამდეც უნდოდა პარლამენტში შევარდნა, მაგრამ იმდენი ჭკუა ეყო, რომ რაღაც ტიპის მეტნაკლები ერთობა თუ არ იქნებოდა, გადაწყვეტილება არ მიეღოთ." - განაცხადა ბურჯანაძემ.


ავტორი: პრესა.ჯი