„ვიქცევით მაქსიმალურად თავშეკავებულად, შეიძლება ითქვას მოკრძალებულად" - ვლადიმერ პუტინი "/>


  15:07:05     21-04-2021

„ვიქცევით მაქსიმალურად თავშეკავებულად, შეიძლება ითქვას მოკრძალებულად" - ვლადიმერ პუტინი

1619003328putinski.jpg

რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, რასაც იგი დაიცავს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან არ წყდება რუსეთის ფედერაციის მიმართ არამეგობრული ქმედებები, რასაც რუსეთი, ხშირ შემთხვევაში, არ პასუხობს.

„ჩვენ სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა გვსურს. ვიქცევით მაქსიმალურად თავშეკავებულად, შეიძლება ითქვას მოკრძალებულად, ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებზე, არამედ პირდაპირ უხეშობაზე”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთს ხიდების დაწვა არავისთან სურს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში, მისი პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი.

„ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ხიდების დაწვა, მაგრამ თუკი ვინმე ჩვენს კეთილ ზრახვებს გულგრილობად ან სისუსტედ აღიქვამს და თავად დააპირებს ამ ხიდების დაწვას ან აფეთქებას, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი. ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს, ინანებენ იმას, რაც გააკეთეს ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ,“- აღნიშნა პუტინმა.


ავტორი: პრესა.ჯი