ნიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან ჩავიდნენ

  14:05:24     21-04-2021

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან ჩავიდნენ. ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან დილით დაიძრა. 

ციხესთან მობილიზებულია პოლიციაც, მხარდამჭერებს მელია საკნის ფანჯრიდან მიესალმა.

აქციის მონაწილეები მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას გათავისუფლებაა, რაც ასევე, მთავარ მოთხოვნად რჩება "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელიც შეთანხმებას ხელს მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერს. თავად ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.