გრიგოლ ვაშაძემ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

  14:49:44     20-04-2021

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიოგოლ ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისი ვიდეოკადრები ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

შეთანხმების დოკუმენტს ხელს "ნაციონალური მოძრაობა" არ აწერს, პარტიიდან მას ინდივიდუალურად სალომე სამადაშვილი დაეთანხმა.