" სიმართლე მწარე უნდა ითქვას. გვინდა გადაწყვეტა, გვინდა გადალახვა კრიზისის, კრიზისი არის მძიმე" - მიხეილ სააკაშვილი

  14:04:10     19-04-2021

 საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, დღევანდელი საარჩევნო სისტემა ხმებს სწორად ვერ დათვლის, ამიტომ საჭიროა პარტნიორების ჩართულობა ამ მიმართულებით გამოიყენონ და შესაბამისი მაგალითი აიღონ. 

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს. 

"მე ვფიქრობ, პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ჩემი ფუნქციაა გითხრათ მხოლოდ ის რაც არის, ხომ არ მოგატყუებთ, სიმართლე მწარე უნდა ითქვას. გვინდა გადაწყვეტა, გვინდა გადალახვა კრიზისის, კრიზისი არის მძიმე, მაგრამ არსებობს რაღაც ელემენტარული თამაშის წესები მიღებული ცივილიზებულ სამყაროში, ამ წესების გადახვევა მიგვიყვანს მხოლოდ უარეს შედეგამდე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, უნდა განისაზღვროს, როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს საარჩევნო კომისია, პროკურატურა და სასამართლო, შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

მესამე პრეზიდენტი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას ამბობს, რომ ცესკო-ს მოქმედი ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიასა და სისტემის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ნდობა ვერ იარსებებს.