დღეს საქართველოში COVID-19-ის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
10:52:38     19-04-2021
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 295 936
- გამოჯანმრთელებულია - 281 574
- გარდაცვლილია - 3 949
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9 750 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 650, PCR ტესტით - 4 100
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,93%, ბოლო 14 დღის - 3,06%, ბოლო 7 დღის - 3,58%
- კარანტინის რეჟიმში - 277
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 174
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 437
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 142 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 120 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 მილიონზე მეტი.