რატომ არ დაესწრო “ქართული ოცნება” შეხვედრას რატომ არ დაესწრო “ქართული ოცნება” შეხვედრას />


  10:17:42     19-04-2021

რატომ არ დაესწრო “ქართული ოცნება” შეხვედრას

1618813196mdinaradze.jpg

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების პირველი კომენტარი ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ - როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე  ამბობს, ელჩებს სალაპარაკო არა მმართველ გუნდთან, არამედ ოპოზიციასთან ჰქონდათ და სწორედ ამის გამო არ მივიდნენ ისინი შეხვედრაზე.

"იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" უკვე მოაწერა ხელი...პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერმინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რატომ არ იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ბუნებრივია მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით", - თქვა მდინარაძემ.


ავტორი: პრესა.ჯი