"ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ
13:32:16     15-04-2021
ბათმუში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამტვრეულია შუშები.
შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა, ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგანცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბათუმში ენმ-ს ოფისს არბევენ