რუსთაველის თეატრმა ზანგურის მონაწილეობით, სპექტაკლი გააუქმა

  00:06:43     15-04-2021

 მსახიობ ბესო ზანგურის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი გააუქმა:

"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს ,,იულიუს კეისარი''.ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე." აცხადებენ თეატრში.