ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა, გავათენოთ ღამე ქუთაისში - გოლეთიანი აქტივისტებს

  17:06:20     14-04-2021

რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები აპირებენ, რომ ღამე ქუთაისში გაათენონ. ადგილზე აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. "რიონის ხეობის მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს.

 "თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასსვხა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველაგან გამოვიდეთ", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე.