დაიბარებენ თუ არა, კახი კახიშვილსა და მის სიძეს პროკურატურაში? საერთაშორისო სკანდალი გრძელდება დაიბარებენ თუ არა, კახი კახიშვილსა და მის სიძეს პროკურატურაში? საერთაშორისო სკანდალი გრძელდება />


  16:33:49     14-04-2021

დაიბარებენ თუ არა, კახი კახიშვილსა და მის სიძეს პროკურატურაში? საერთაშორისო სკანდალი გრძელდება

1618404964WhatsApp Image 2021-04-14 at 16.55.06.jpeg

ფულის გათეთრება და ევროპელი პენსიონერების შესაძლო ძარცვა, მსხვილი კორუფციული სქემა და თაღლითობა - ეს ის სავარაუდო ფაქტებია, რომელიც კახი კახიშვილის გარემოცვას უკავშირდება.


კერძოდ, საქმე ეხება ჩვენს მიერ რამდენჯერმე გაჟღერებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ ბიზნესმენი მიხეილ ბინიაშვილი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის, კახი კახიშვილის არაოფიციალური დამფინანსებელი იყო წინასაარჩევნოდ, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფულის გათეთრების ფაქტებთან.

 

მეტიც, სქემის სავარაუდო მონაწილეები შესაძლოა თავად დეპუტატი და მისი სიძეც იყვნენ. ამის შესახებ, ჟურნალისტური გამოძიება ტვ პირველმაც ჩაატარა, სადაც ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით გაიშიფრა სქემა, თუ როგორ მდიდრდებოდნენ საქართველოდან პირები, ევროპელი პენსიონერების ძარცვით.

 

ამ ჟურნალისტური გამოძიებიდან მალევევე, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია რომ მსგავს დანაშაულზე 12 პირი დააკავეს. პოლიციას არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა, კავშირში ეს საქმე კახიშვილთან, მის სიძესთან და ბინიაშვილთან.

 

თუმცა, წყაროს ცნობით, პროკურატურამ დაიწყო მასალების შესწავლა და შეგროვება. შესაბამისად, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, გამოძიებას მოუწევს გააფართოვოს სავარაუდო დამნაშავეთა წრე, რომელთა შორის, შესაძლოა კახიშვილი და მისი სიძეც კი აღმოჩნდნენ.

 

მეტიც, გამორიცხული არ არის რომ საქმემ საერთაშორისო რეზონანსი უკვე ოფიციალურად შეიძინოს და დაზარალებული პენსიონერების სახელმწიფოებმა ოფიციალურად მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას ამომწურავი რეაგირება.


ავტორი: პრესა.ჯი