პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა

  11:02:40     14-04-2021

პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა. აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცავები ადგილზე გვიან ღამით მუშაობდნენ, ბარიკადები კი დღეს გამთენიისას დადგეს. 

ადგილზე რიონის ხეობის მცველები იკრიბებიან. პროტესტის ნიშნად ისინი რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ. ჯერჯერობით აქტივისტები ადგილზე მოვლენების განვითარებას ელოდებიან