დღეს საქართველოში COVID-19-ის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  10:59:32     14-04-2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა. მეორე დღეა ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 291 214
  • გამოჯანმრთელებულია - 278 683 
  • გარდაცვლილია - 3 901
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 35 863, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23 896, PCR ტესტით - 11 967
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,03%, ბოლო 14 დღის - 2,56%, ბოლო 7 დღის -  2,67%
  • კარანტინის რეჟიმში - 162
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 546
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 338