სასაფლაოზე ქეიფები უნდა აიკრძალოს, ამაში მგონი, ყველა დაგვეთანხმება - იმნაძე

  10:54:29     14-04-2021

სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მემგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

"ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სასაფლაოზე გასვლა ძალიან ნორმალურია, იქ კვერცხის გადაგორებაც და ყველაფერი, მაგრამ ქეიფის გამართვა საერთოდ არ ჯდება ჩვენ ტრადიციებში და ის, რომ სასაფლაოზე ქეიფები უნდა აიკრძალოს, ამაში მემგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება".