13 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
23:15:19     12-04-2021
თბილისის ნაწილს, ხვალ, 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს და განმარტავს, რომ ამის მიზეზი "სხვადასხვა სამუშაოა".
რომელ უბნებს შეუწყდება ელექტრომომარაგება?
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ხევისუბნის და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის და სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის და პეტრე იბერის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, სერგი სურგულაძის და ევგენი გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას