კახა კალაძე საზღვარგარეთ წავიდა - როგორია თბილისის მერის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

  10:56:27     12-04-2021

თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად, საზღვარგარეთ წავიდა.  მერიის პრესსამსახურმა განაცხადა რომ კალაძე საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება, თუმცა, რომელ ქვეყანაში იმყოფება ის, მერიის თანამშრომლებს ინფორმაცია არ აქვთ. 

კახა კალაძემ დღეს საკუთარი Facebook live-ის დროს თქვა, რომ უცხოეთში იყო. განმარტა ისიც, რომ საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა.