შალვა პაპუაშვილი - მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია


  12:58:54     05-04-2021

შალვა პაპუაშვილი - მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია

16176543131617613732lik.jpg

მოგვმართავენ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპაუაშვილი ჟურნალისტების კითხვას, შეუწყვეტს თუ არა უმრავლესობა ოპოზიციას საპარლამენტო მანდატებს, თუ ისინი ამ მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ პარლამენტს.

„მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია, ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ ეს. მოგვმართავენ კიდევ ერთხელ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ - ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა არგუმენტით არ შეუწყვეტენ მანდატს, პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ამის არგუმენტი არის თითოეული დეპუტატის ნება მიაჭიროს თითი ღილაკს ან არა“.

ცნობისათვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.


ავტორი: R