სარკინიგზო კატასტროფა - 36 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული
11:10:07     02-04-2021
მინიმუმ 36 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა ტაივანში . ეს სულ მცირე ოთხი ათწლეულის განმავლობაში ტაივანისთვის ყველაზე მძიმე მსგავსი შემთხვევაა.
წინასწარი ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი ჯერ სატვირთო მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი გვირაბში შესვლისას რელსებიდან გადავიდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გვირაბის შიგნით დარჩენილ ვაგონებთან მისვლა მაშველებს უჭირთ.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მატარებელში დაახლოებით 350 ადამიანი იმყოფებოდა.
პირველი ოთხი ვაგონიდან ევაკუირებული იქნა 80-დან 100-მდე ადამიანი, ხოლო ხუთიდან რვა ვაგონი "დეფორმირებულია" და მათთან მისვლა უჭირთ.
ოფიციალურმა ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ თქვა, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც "არ იყო სწორად გაჩერებული", ეჭვმიტანილია მატარებლის ბილიკზე გასვლაში.