"მესამე დღეა ვშიმშილობ. მხოლოდ წყალს ვიღებ, ხელისუფლებამ იცის რას ვითხოვ, მაგრამ პროტესტს არ იმჩნევს" - ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი

  11:07:02     31-03-2021

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მე-3 დღეა შიმშილობს. ის ჯანდაცვის იუწყებისგან ითხოვს საჯარო ინფორმაციის მიწოდებას და აინტერესებს რას ხმარებდა თანხა, რომელსაც ბიუჯეტიდან "ახალგორის საავადმყოფოს" ურიცხავენ.

 "მესამე დღეა ვშიმშილობ. მხოლოდ წყალს ვიღებ და თავის ტკივილისას "ციტრამონს".

ხელისუფლებამ იცის რას ვითხოვ, მაგრამ პროტესტს არ იმჩნევს.

8 აპრილს სასამართლოს სხდომა მაქვს ცხინვალში - სამოქალაქო აქტივიზმისთვის მასამართლებენ უკვე მეოთხე წელია და ისე ნუ იზამთ, დაუძლურებულმა ვერ შევძლო დასწრება. შიმშილობას არ შევწყვეტ, ველი საჯარო ინფორმაციას თქვენგან", - თამარ მერაყიშვილი