გოგი წულაია მეშვიდე დღეა შიმშილობს და მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება - ადვოკატი
23:46:06     25-03-2021
სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსის, გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, წულაია 7 დღეა შიმშილობს და მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. აღნიშნულის შესახებ გელბახიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ის განმარტავს, წულაიას დიაბეტი აქვს, რის გამოც, ნებისმიერ დროს შესაძლოა, კომაში ჩავარდეს.
„ძალიან სუსტად არის, ერთი კვირაა შიმშილობს. გარდა იმისა, რომ გულის სერიოზული ოპერაცია აქვს ჩატარებული - შუნტირება გაუკეთდა, მას შაქრიანი დიაბეტიც აქვს და შიმშილობის ფონზე შესაძლოა, ყოველ წამს ჩავარდეს კომაში“, - აცხადებს გელბახიანი.