სად იქნება შესაძლებელი Pfizer-ით აცრა
11:44:58     25-03-2021
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შემოსული 29 500 ცალი Pfizer-ის ვაქცინით 14 000 პირი აიცრება. მისი თქმით, პირველი ვაქცინის გაკეთებიდან მეორე დოზა 3-4 კვირის განმავლობაში უნდა გაკეთდეს, რის გამოც დოზების გაყოფა მოხდება.
"ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი ქუთაისში და 4 თბილისში. თბილისის კლინიკები არის ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა", - ტიკარაძე