"ასე ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება" "ასე ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება" /> "/> " />


  14:34:18     24-03-2021

"ასე ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება"

a103774b.jpg

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე, სენატორმა ჯიმ რიშმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს ჰკითხა - უნდა განიხილოს თუ არა აშშ-მ ევროკავშირის მსგავსად, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენისთვის წინაპირობების დაწესება.

 

"ეს არის ის, რისი განხილვაც შეიძლება, თუმცა კონგრესის ორივე პალატაში და ადმინსიტრაციაში, სურთ საქართველოს წარმატება და სურთ, რომ საქართველომ გადადგას  წარმატებისთვის საჭირო ნაბიჯები", 

მოსმენის დასრულების შემდეგ სენატორმა რიშმა "ამერიკის ხმასთან" განმარტა, თუ რას გულისხმობდა მისი შეკითხვა.

 "თვითონ ის ფაქტი, რომ ეს შეკითხვა დავსვი, ცხადია იმაზე მიუთითებს, რომ ამ თემაზე ვფიქრობ. აქ ბევრ ჩვენგანს ძალიან, ძალიან სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ჩვენ საქართველოში 2012 წლის თავდაპირველ არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს", 

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე დებატები გაიმართა. 

0

ავტორი: