ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ცნობილი ადამიანები აიცრებიან
23:31:14     23-03-2021
ლევან ბუთხუზის ინიციატივას, ჩაერთონ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ვაქცინაციის პროცესში, მისი პოპულარიზაციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე დათანხმდა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.
"დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის, ბატონი ლევან ბუთხუზის წერილი დღეს შემოვიდა ჩემთან, 80-მდე ადამიანი აწერს ხელს. ბატონ ლევანს დიდ პატივს ვცემ... ეს ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამაზე გუშინ იყო მსჯელობა სამინისტროს ვაქცინაციის საბჭოზეც და იყო შეთანხმება, რომ ამ ინიციატივას შემხვედრი ნაბიჯები უნდა. შესაბამისი დოზები ვაქცინებისა, რაც ძალიან ლიმიტირებულია, უნდა გამოიყოს ამ მიზნით. კარგი იქნება, თუ გამოიყოფა ამ ჯგუფიდან 2-3 ადამიანი, რომ კონკრეტულ გეგმაზე შევჯერდეთ... მზად ვართ, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდეთ და გავაკეთოთ ეს განცხადება... პირიქით მადლობელი, თუ იქნება კარგი მაგალითები მოსახლეობისთვის, - ამბობს ამირან გამყრელიძე.