მელიას დაკავებამ კრიზისი გაამწვავა - კორჯ კენტი

  23:28:23     23-03-2021

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯორჯ კენტი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს

 "ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ კრიზისი გაამწვავა. მისი დაკავება იყო უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის.. საქართველოს დემოკრატიისთვის ეს გადამწყვეტი მომენტია.

როგორც საქართველოს მოკავშირემ და მეგობარმა, აშშ-მ გულწრფელად უნდა ისაუბროს მაშინ, როცა ქართველი ლიდერები, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიიდან, ქართველი ხალხის არჩეული გზიდან გადახვევას იწყებენ, - ამბობს ჯორჯ კენტი. 

ნიკა მელია 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს . გამთენიას, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.