ამირან გამყრელიძე - საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა
17:40:44     18-03-2021
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა. მისი განმარტებით, ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ან ცოტა მოგვიანებით ფიქსირდება.
„ბრიფინგის ძირითადი მიზანია, რომ შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია ანუ გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვედითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20- 30 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქცია", - განაცხადა გამყრელიძემ.