რუსები ახალ ბომბდამშენებს შეიძენენ
11:13:06     17-08-2011
რუსეთის საჰაერო–სამხედრო ძალები 120 სუ–34–ის, საფრონტო ბომბდამშენის შეძენას აპირებს. ამის შესახებ „მაქს–2011“–ის ავიასალონის გახსნის ღონისძიების მსვლელობისას, საჰაერო–სამხედრო ძალების მთავარსარდალმა, გენერალ–პოლკოვნიკმა ალექსანდრე ზელინმა განაცხადა.
მისი თქმით, შესყიდული თვითმფრინავებისაგან ჩამოყალიბდება ხუთი ესკადრილია, თითოეულში 24–24 ბომბდამშენით. სუ–34–ების შესყიდვა მოხდება ეტაპობრივად. კერძოდ, 2012 წელს რუსეთის საჰაერო–სამხედრო ძალები მიიღებს 12 ასეთ თვითმფრინავს. თვითმფრინავების შესყიდვა რუსეთის მიერ შეიარაღების შეძენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც 2011-2010 წლებზეა გათვლილი.