"..სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა," - ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილ წერილი

  20:49:59     15-03-2021

 პოლიტპატიმარ ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილ წერილშ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე  საუბრობს , მელია წერს, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყნის მდგომარეობიდან გამოსაყვანად, აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა.

 

"ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და ახალი ძალითა და ენერგიით უმძიმესი პრობლემების მოგვარებას შეძლებს. ჩვენ დამოუკიდებლობის ურთულესი ოცდაათწლიანი პერიოდი გამოვიარეთ, ენით აღუწერელ სირთულეებს გავუძელით და ყოველთვის წინ მივდიოდით - ზოგჯერ პატარა ნაბიჯებით, ზოგჯერ დიდი ნახტომებით. ჩვენ შევძელით არშემდგარი სახელმწიფოდან რეგიონში სამაგალითო ქვეყანა გავმხდარიყავით. ამ გზაზე ბევრი ძალიან მძიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ მათმა გაანალიზებამ, დიდ გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად, ცოდნა შეგვძინა, როგორ აღარ უნდა გავიმეოროთ ისინი", - წერს ნიკა მელია.