
ღარიბაშვილმა გომელაურს კიდევ ერთი, მოადგილე დაუნიშნა
16:34:51     15-03-2021
შს მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. პრემიერმინისტრმა ამ თანამდებობაზე ალექსანდრე დარახველიძე დანიშნა, რომელიც შსს-ს საპარლამენტო მდივანიც იქნება.
"ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო" - წერია შსს-ის ინფორმაციაში