"ვინც ეს გადაიღო არის თახსირი და ვინც ეს გაავრცელა ისიც არის თახსირი. ვინც ამის სპეკულაციებს ცდილობს, ისიც თახსირია" - მაღლაფერიძე ჩანაწერებზე
12:00:01     08-03-2021
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე. მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს იმ პირთა ვინაობა, ვინც ეს ჩანაწერები გააკეთა.
უნდა დატოვონ თუ არა თანამდებობები მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ძალადობას ახალისებენ - მაღლაფერიძემ ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა.
"ვინც ეს გადაიღო არის თახსირი და ვინც ეს გაავრცელა ისიც არის თახსირი. ვინც ამის სპეკულაციებს ცდილობს, ისიც თახსირია.
ეს ნორმალური ქვეყანა რომ იყოს, ამის გაშვება უნდა ისჯებოდეს. ფარული გადაღებების და ფაბრიკაციების გაშვება უნდა გითხართ, რომ ეს არის სამარცხვინო მოვლენა ტელევიზიისთვის. ცუდი არ იქნება, რომ გამოძიება ჩატარდეს და ვინ ჩაიწერა, რა პირობებში და ვინ დაამონტაჟა ეს დადგინდეს", - თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.