მშობლებისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით, 27 წლის კაცი დააკავა


  00:12:34     08-03-2021

მშობლებისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით, 27 წლის კაცი დააკავა

a103674.jpg

მშობლებისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 27 წლის კაცი დააკავა. სამინისტროს ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა.

"დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს", - ამბობენ შსს-ში.

0

ავტორი: