"სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი"
17:15:26     05-03-2021
"ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის განცხადებით, პოლიტიკური კარიერა ციხეზე არ გადის და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოიტანს.
"მე ვფიქრობ, პოლიტიკურად, თუ კი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, პიროვნებას, ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს, რაცარუნდა მას ასე ეგონოს არ მოიტანს. ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა, ასევე დასანანია, რომ მას გარემოცვაში არ აღმოჩნდა ის ადმიანები, ვინც სწორ რჩევას მისცემდნენ, იმიტომ, რომ რეალურად მის პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი", - თაეა წულუკიანი