შიდა ქართლში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა - დაკავებულია ერთი პირი

  12:45:27     04-03-2021

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.   საქმეში ჩაერთო სოციალური სამსახური, ხოლო მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში არიან გაყვანილი.

13 წლის ოჯახის წევრები მომხდარზე არ არ საუბრობენ.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა, გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.