" მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს" - შარლ მიშელი " მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს" - შარლ მიშელი /> "/> " />


  14:41:47     02-03-2021

" მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს" - შარლ მიშელი

a103643.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ ვიზიტმა სულ მცირე, თვალი აუხილა.  მან საქართველოს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რეგიონებისთვის. მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს. ეს დაუშვებელია.

მე კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - ამბობს შარლ მიშელი  

0

ავტორი: