"საქართველო Novavax-ის კორონავირუსის ვაქცინასაც მიიღებს" - ამირან გამყრელიძე
14:36:28     02-03-2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინ, პირველ მარტს საქართველომ Covax პლატფორმიდან კორონავირუსის ახალ ვაქცინასთან დაკავშირებით მიიღო შეთავაზება.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა, Covax პლატფორმა ნოვოვაქსის ვაქცინას 2 თვეში განათავსებს. პარალელურად კი ქვეყანას მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიასთან აქვს.
"ჩვენ გუშინ covax პლატფორმიდან მივიღეთ შემოთავაზება, რომ მეორე ძალიან პერსპექტიული ვაქცინა, გარდა ასტრაზენეკასი, ასევე ახალი ამერიკული ნოვოვაქსი განთავსდება 2 თვის შემდეგ covax პლატფორმაზე და გვეკითხებიან, მზად არის თუ არა საქართველო.
ეს არის ახალი ინოვაციური ვაქცინა ნოვოვაქსი, რომელსაც საქართველო მიიღებს და გარდა covax პლატფორმისა ჩვენ ნოვოვაქსთან და მის მწარმოებელთან გვაქვს პირდაპირი, ასევე პარალელური მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით",- ამუირან გამყრელიძე