"ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება" - ჰოჯესი "ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება" - ჰოჯესი /> "/> " />


  11:59:11     02-03-2021

"ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება" - ჰოჯესი

 თადარიგის გენერლისა და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, ის, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი ძალა გამოიყენა ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, ისე გამოიყურება, როგორც უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ამ თემაზე მან "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გადადგას ნაბიჯი და სიტუაციას კონტროლიდან გასვლის საშუალება არ მისცეს.

 "ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება. ისედაც ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრით, საქმე ურთულდება შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას უჭერენ მხარს", - თქვა ბენ ჰოჯესმა.

0

ავტორი: