პროტესტს ხელისუფლებამ სპეცტექნიკის მობილიზებით უპასუხა
11:53:34     02-03-2021
საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მობილიზებას ხელისუფლებამაც მობილიზებით უპასუხა: ამ წუთებში, სახელმწიფო კანცელარიის შიდა ეზოში სპეცტექნიკაა მობილიზებული. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო რაზმები, წყლის ჭავლის მანქანები და პოლიციური დანაყოფები.
აქვე გეტყვით, რომ წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანას აქ მუდმივი ლოკაცია აქვს, თუმცა, წინადღეებისგან განსხვავებით, დღეს ისინი, ეკიპაჟის წევრებთან ერთად, მზადყოფნაშია მოყვანილი.
შეგახსენებთ, ამ დრომდე პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია, მაგრამ არა ბლოკირებული - მანქანებს, რომლებიც ეზოში შედიან, შეძახილი "მონებო!" მიაცილებს.