მაკარონის და ბოსტნეულის სალათა

  11:07:13     17-08-2011

მასალა:

მასალა:

200 გრამი მაკარონი

1 პატარა თავი კომბოსტო

1 პატარა ფესვი ნიახური

2 ცალი სტაფილო

200 გრამი ლორი ან მონადირის ძეხვი

2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

3 სუფრის კოვზი მაიონეზი

1 ჩაის კოვზი მდოგვი

მაკარონი დავტეხოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში. სტაფილო და ნიახური დავჭრათ წვრილ ნაჭრებად ან კუბიკებად, კომბოსტო დავჭრათ მსხვილად და მთელი ბოსტნეული მოვხარშოთ მსუბუქად დამარილებულ წყალში, ბოსტნეული არ უნდა ჩაიშალოს. გაცივებულ ბოსტნეულს და მაკარონს მოვასხათ მაიონეზი, მცენარეული ზეთი, ძმარი და მდოგვი. დავამატოთ ზოლებად დაჭრილი ლორი ან ძეხვი.