"დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო" - ირაკლი ღარიბაშვილი

  11:25:34     23-02-2021

  პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა, მან განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებით ჩვენ მომსწრე გავხდით, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ.

 "დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, მე მინდა საჯაროდ ბატონ გომელაურს გადავუხადო მადლობა ჩვენი მთავრობის სახელით და მთელ პოლიციას იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სახელმწიფოს სტაბიულორბა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო", - ირაკლი ღარიბაშვილი