მოშუშული ხორცი ესპანურად
11:06:33     17-08-2011
მასალა:
მასალა:
500 გრამი ღორის ხორცი
250 გრამი ღვიძლი
1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
1 კბილი დანაყილი ნიორი
1 ცალი მიხაკი
პილპილი, მარილი
2 ჭიქა წითელი ღვინო
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
3 სუფრის კოვზი გადამდნარი ქონი
ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვშუშოთ წითელ ღვინოში, დავამატოთ ჯერ ხახვი, ნიორი, ოხრახუში, შემდეგ მიხაკი, პილპილი და მარილი. დროდადრო ვურიოთ და ვუსხათ ცოტ-ცოტა წყალი. ხორცი გავაშროთ, ღვიძლი დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ გადამდნარ ქონში ხორცთან ერთად. სუფრაზე სოუსთან, პურთან და ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.