
მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს
18:13:50     19-02-2021
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მაია ცქიტიშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.