დღეს საქართველოში კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 499 ადამიანი
12:24:13     17-02-2021
დღევანდელი, 17 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 499 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა,13 პირი.
stopcov.ge-ს მონაცემებით:
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 12628, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14802, PCR ტესტით - 6564
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,53%, ბოლო 14 დღის - 2,8%, ბოლო 7 დღის - 2,4%
- კარანტინის რეჟიმში - 242
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1828
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 229
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 81 მილიონზე მეტი ადამიანი და ხოლო გარდაიცვალა 2,4 მილიონზე მეტი