დღეიდან კვების ობიექტებს გახსნის უფლება აქვთ - ნაწილი ამას ვერ ახერხებს
12:08:59     15-02-2021
დღეიდან, 15 თებერვლიდან მუშაობის განახლების უფლება აქვს კვების ობიქტებსა და რესტორნებს, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა ობიექტი ვალდებულია მომხმარებელი, ღია სივრცეში მიიღოს, რაც რესტორატორებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხარჯი დიდი იქნება, რის გამოც მათი ნაწილი ობიექტებს ვერ გახსნის.
"როგორც ვიწყებთ ეხლა, რომ ორშაბათიდან-პარასკევამდე უნდა ვიმუშაოთ მხოლოდ 7-8 საათამდე ფაქტობრივად ჩვენთვის არაფრის მომცემინ არაა, შაბათ-კვირა არის ასე ვთქვათ ყველა რესტორნისთვის ყველაზე წარმატებული და მომგებიანი დღე და ეგეც წაგვართვეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილები, გვჭირდება დახმარება", - ამბობს, "144 საფეხურის" დირექტორი, დიმიტრი ბარათაშვილი.
ხამანწკების ბარის მფლობელი, თინათინ ვაშაკიძე ამბობს, რომ ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10-დან 7-საათამდე რესტორანი იმ თანხას ვერ ამოიღებს, რაც გახსნაზე უნდა დაიხარჯოს, ამიტომ, ისინი ვერ გაიხსნებიან.