გვინეამ ებოლას ეპიდემია გამოაცხადა
00:01:27     15-02-2021
გვინეამ ებოლას ეპიდემიის თაობაზე ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს მას შემდეგ, მოხდა, რაც ქვეყანაში ებოლას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაავადებულია რამდენიმე ადამიანი.
ამასთან, ცნობილია, რომ გვინეას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს.
2013-2016 წლებში 11000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ეპიდემიით დასავლეთ აფრიკაში. ებოლა გვინეაში დაიწყო.